უკიდურესი პროტესტი მე-6 დღე - გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნის პარლამენტთან მიმდინარე აქციის მონაწილეები შიმშილობას განაგრძობენ. მოშიმშილე დემონსტრანტები ღამეს კვლავ პარლამენტის წინ, გაშლილ კარვებში ათენებენ. ადვოკატი ბექა ბასილაია, შს მინისტრს ურჩევს, ვიდრე კომიკურ ჯალათად იქცევა, მანამდე გადადგეს.
"თუ ოდნავ მაინც სურს, რომ არ იყოს კომიკური, დღეს ხომ ვამბობთ,რომ ის არის ჯალათი, კომიკურ ჯალათად გადაიქცევა თუ არ გადადგა. ვინმე ურჩევს ან თვითონ დაფიქრდება და მიხვდება, რომ ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება მისი გადადგომაა,“-ამბობს ბასილაია.