17 ნოემბერი 2024,   19:27
ვრცლად
ივანიშვილის დენდროლოგიური პარკის შესასვლელთან აქციის მონაწილეებმა კარავი დადგეს

ბიძინა ივანიშვილის დენდროლოგიური პარკის შესასვლელთან აქციის მონაწილეებმა კარავი დადგეს. მათ კარავის განთავსება ივანიშვილის დენდროლოგიური პარკის შესასვლელთან გადაწყვიტეს, რის უფლებასაც მათ პოლიცია არ აძლევდა, რასაც ხმაური და დაპირისპირება მოჰყვა. საბოლოოდ აქციის მონაწილეებმა კარავი პარკის შესასვლელთან მაინც განათავსეს.

შეკვეთილში, ბიძინა ივანიშვილის სახლთან მეოთხე დღეა, საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, პარალელურად კი სახლის შესასვლელთან განთავსებულ კარავში ახალგაზრდები შიმშილობენ.

აქციები ივანიშვილის სახლთან ყოველ საღამოს 7 საათზე იმართება, როგორც მონაწილეები აცხადებენ, პროტესტი შეწყდება მაშინ, როცა მათი მოთხოვნა გახარიას გადადგომასთან დაკავშირებით დაკმაყოფილდება.

დღის ამბები