17 ნოემბერი 2024,   19:30
ვრცლად
გახარია წადი! - მოშიმშილეები პროტესტის უკიდურეს ფორმას არ წყვეტენ

შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომის მოთხოვნით პარლამენტის წინ მე-6 დღეა, შიმშილობის აქცია გრძელდება. 5 მოშიმშილე იქამდე არ აპირებს პროტესტის უკიდურეს ფორმაზე უარის თქმას, ვიდრე გახარია თანამდებობაზე რჩება. მათი განცხადებით, შს მინისტრის თანამდებობაზე გიორგი გახარიას დარჩენა ქვეყნისთვის საშიშია. 

„მოთხოვნა არის ერთადერთი - გახარია უნდა გადადგეს. თანამდებობაზე მისი ყოფნის ყოველი წუთის პოლიციის საქმიანობის ლეგიტიმაციას და საერთოდ პოლიციის რეპუტაციას მიწაში მარხავს. გახარიას თავი დაკარგული აქვს, არაადეკვატურია. მისი თანამდებობაზე ქვეყნისთვის საშიშია,“ - განაცხადა ბექა ბასილაიამ.

ახალგაზრდების ჯანმრთელობის მდგომარეობა საყურადღებოა, თუმცა, მათი თქმით, მოთხოვნის დაკმაყოფილებამდე არც ექიმების მითითებებს არ დაემორჩილებიან.

„თუ ჩვენ მოგვიწევს , რომ კლინიკაში ვიყოთ გადაყვანილები, იქიდან დაბრუნების შემდეგ ისევ გავაგრძელებთ ამ პროტესტს და შემოვუერთდებით, ეს იქნება პერმანენტული. არ დავიშლებით,“ - განაცხადა გიგა ლემონჯავამ.

ამავე თემაზე
დღის ამბები