სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ანაგაში საპროტესტო აქცია გაიმართა. მოსახლეობა სასმელ წყალს ითხოვს.
ადგილობრივების ინფორმაციით, თითქმის, ორი თვეა, ათობით ოჯახი სასმელი წლის გარეშეა დარჩენილი, რის გამოც მათ წყლის მოტანა მეზობელი სოფლებიდან უწევთ.
აქციის მონაწილეების თქმით, ამის მიზეზი ზოგიერთი ოჯახის მიერ სამელიორაციო სისტემაზე უკანონო მიერთებებია, რამაც სოფელში წყლის დეფიციტი გამოიწვია.
"წყალი არ გვაქვს. ვიხოცებით უწყლოდ," - აცხადებენ ადგილობრივები.
ანაგელებთან სიღნაღის ვიცემერი ჩავიდა. მადონა ბატიაშვილმა წყლის პრობლემაში ადგილობრივები დაადანაშაულა, რადგან მისი თქმით, მოსახლეობა წყალს დაუდევრად იყენებს.