17 ნოემბერი 2024,   19:35
ვრცლად
არ ვაპირებთ მოთხოვნების რედაქტირებას, რამის გამოკლებას ან დამატებას - აქციის ორგანიზატორი

თავისუფლების მარში - აქციის მონაწილეები კიდევ ერთხელ მოითხოვენ შს მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომას. მსვლელობას, რომელის რესპუბლიკის მოედნიდან დაიწყება, არასამთავრობო ორგანიზაციების წევრებიც უერთდებიან.

”საქართველოს დემოკრატიული ინიციატივას” თავმჯდომარე, გიორგი მშვენიერაძე აცხადებს, რომ სწორედ შს მინისტრს ეკისრება პასუხისმგებლობა 20-21 ივნისის ღამეს განვითარებულ სისხლიან მოვლენებზე.

„ხელისუფლებას სურს, რომ ეს დაძაბულობა, საპროტესტო განწყობა, რომელიც საზოგადოებაში არსებობს, შეანელოს და გადავიდეს ქვეყანა და მათ შორის, საზოგადოება ცხოვრების ნორმალურ რეჟიმში. მან ეს მოთხოვნაც უნდა დააკმაყოფილოს, რადგანაც ეს მოთხოვნაც არის აბსოლუტურად სამართლიანი. მიუხედავად იმისა, რომ ბატონ გახარიას სახელს შეიძლება უკავშირდებოდეს შსს-ში რამდენიმე მნიშვნელოვანი რეფორმის წამოწყება, რასაც ვაფასებთ, მაგრამ ამავდროულად, ის, რაც ჩვენ ვნახეთ 20 ივნისს, ეს იყო პირველი ტესტი ხელისუფლებისთვის, როგორ გაართმევდა თავს ასეთ მნიშვნელოვან აქციებს, მათ შორის, იმ პირობებში, როდესაც მათ წარმოეშვათ აქციის დაშლის ლეგიტიმური უფლება, მაგრამ რაც ჩვენ ვიხილეთ, ეს იყო არა აქციის დაშლა, არამედ ეს იყო ადამიანებზე ნადირობა და დასჯა,“ - აცხადებს გიორგი მშვენიერაძე.

აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი, „ფორბს ჯორჯიას“ აღმასრულებელი რედაქტორი, შოთა დიღმელაშვილი ამბობს, რომ მათი მოთხოვნა უცვლელია და პროტესტი მანამ გაგრძელდება, სანამ შს მინისტრი თანამდებობას არ დატოვებს.

„მის წასვლას აქვს სიმბოლური მნიშვნელობა, რადგან ასე, რომ მოხდება დარბევა, ამის პატიება, რომ არ იქნება თანამდებობის პირების, ეს უნდა ჩაიწეროს ისტორიაში და ამ პრეცედენტისთვის ვიბრძვით, თორემ ამით დიდ ცვლილებას ჩვენ სინამდვილეში არ მოველით. არ ვაპირებთ მოთხოვნების რედაქტირებას, რამის გამოკლებას ან დამატებას. პირველივე დღეს ვთქვით, რა გვინდოდა და აუცილებლად მივალთ აქამდე ჯიუტად, არც მოლაპარაკებებზე წავალთ ვინმესთან, ყოველდღე ვივლით საქართველოს სამსახურში“, - განაცხადა შოთა დიღმელაშვილმა.

დღის ამბები