17 ნოემბერი 2024,   19:39
ვრცლად
"ენმ-ის" წარმომადგენლები კახეთიდან თბილისში დაგეგმილ მასშტაბურ მსვლელობას შეუერთდებიან

"ნაციონალური მოძრაობის" კახეთის რეგიონული ორგანიზაციის წარმომადგენლები თბილისის მიმართულებით დაიძრნენ. მათი ნაწილი საკუთარი ავტომობილებით ჩალაუბანში შეიკრიბა, საიდანაც საყვირებითა და ეროვნული დროშების თანხლებით დედაქალაქისკენ წამოვიდნენ.

Image may contain: car, outdoor and natureმათი თქმით, ისინი დღეს 19 საათზე თბილისში დაგეგმილ მასშტაბურ მსვლელობას შეუერთდებიან. აქციის მონაწილეები შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გადადგომას უკვე მოითხოვენ.

"სწორედ იმიტომ, რომ ხელისუფლებას არ ესმის ხალხის ხმა, დღეს შევუერთდებით აქტივისტების მოთხოვნებს და მათთან ერთად მოვითხოვთ, გადადგეს სისხლიანი რეჟიმის მსახური, გიორგი გახარია,"- განაცხადა ოპოზიციის დედოფლისწყაროს რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, ლევან ბაღაშვილმა.

 

დღის ამბები