პირველი რესპუბლიკიდან თავისუფლების მიმართულებით მსვლელობას 20 ივნისის დროს დაკავებული ირაკლი ხვადაგიანი შეუერთდა. ის აქციის მონაწილეების მთავარ მოთზხოვნას იზიარებს და ამბობს, რომ შს მინისტრი უნდა გადადგეს.
ხვადაგიანის თქმით, მასზე სამართალდამცავებმა იძალადეს. რაც შეეხება მის გათავისუფლებას, მის სასამართლო პროცესზე ლევან მურურიძე იყო მოსამართლე. მან მურუსიძეს მიმართა და მისი საკანში დატოვება მოითხოვა.
ხვადაგიანის თქმით, როდესაც ხელისუფლება ძალის დემონსტრირებას ახდენს, ის შედეგს საზოგადოებრივი პროტესტის სახით იღებს.
„ძალის გადამეტება სახელმწიფოს მხრიდან, რაც არ იყო საჭირო და ყველა ხელისუფლება, მსგავს სიტუაციაში ძალის დემონსტრირების შემდეგ იმკის შედეგს, რადგან საზოგადოებას არ უყვარს, როდესაც მას უსამართლოდ ექცევიან და ცემენ, პირდაპირი გაგებით ამ სიტყვით,“ - განაცხადა ხვადაგიანმა.