17 ნოემბერი 2024,   19:32
ვრცლად
"გახარია წადი" - ზუგდიდში თავისუფლების მარში გაიმართა

"გახარია წადი" - ამ მოწოდებით ზუგდიდის ცენტრში თავისუფლების მარში გაიმართა. მსვლელობა სიმბოლურად 1922 წლის აჯანყების მემორიალთან დასრულდა. ახალგაზრდების აზრით, პროტესტი იქამდე არ შეწყდება, ვიდრე ყველა მოთხოვნა არ შესრულდება და გიორგი გახარია თანამდებობას არ დატოვებს. 

„მეცხრე დღეა, ახალგაზრდები ვაპროტესტებთ იმ ფაქტს, რომ გიორგი გახარია ჯერ კიდევ ინარჩუნებს პოსტს, რაც საქართველოსთვის არის სამწუხარო. ჩვენი მოთხოვნაა, გიორგი გახარია გადადგეს თანამდებობიდან და სიამოვნებით ჩავუკრავთ თვალს, ძალიან გახარებულები, რომელიც შეგვარჩინა იმ თვალს ჩავუკრათ და დავემშვიდობებით, როდესაც ის გახდება უკვე ყოფილი მინისტრი და ერთ-ერთი რიგითი მოქალაქე საქართველოსთვის თუმცა მეეჭვება, ის რუსეთში წავა და ბედნიერად გააგრძელებს ცხოვრებას,“ - განაცხადა „სამოქალაქო მოძრაობის“ წევრმა, ნიკა ლაშხიამ.

დღის ამბები