17 ნოემბერი 2024,   19:38
ვრცლად
საპროტესტო აქცია ავტობანზე-სოფელ ჩანგილარის მოსახლეობა იმ გზის ჩაკეტვას აპროტესტებს, რომლითაც წლებია სარგებლობს

საპროტესტო აქცია ავტობანზე - კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩანგილარის მოსახლეობა ამბობს, რომ მათ სოფელში შესასვლელი ის გზა გადაუკეტეს, რომლითაც სოფელი წლებია სარგებლობს. მაგისტრალზე დამცავი კონსტრუქციის დამონტაჟების შემდეგ ისინი ავტობანიდან სოფლამდე 3 კილომეტრით უფრო გრძელი გზით დადიან. ადგილობრივები გზის გახსნას ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში ავტობანის გადაკეტვით იმუქრებიან. საპროტესტო აქციაზე მივიდა მხარის რწმუნებულის მოადგილე, რომლებმაც მოსახლეობას განუმარტეს, რომ მეორადი გზა დამონტაჟდა მასშემდეგ რაც ავტობანი დაიგო. მისივე თქმით გადასასვლელი, რომელზეც მოსახლეობას გავლა სურს, უსაფრთხო არ არის.  

დღის ამბები