17 ნოემბერი 2024,   19:25
ვრცლად
 "პუტინის ჯიბრზე, ეწვიეთ საქართველოს" - ტელეკომპანია CNN მოგზაურებს საქართველოში ეპატიჟება

"პუტინის ჯიბრზე, ეწვიეთ საქართველოს" - ამ სათაურის სტატიით ეპატიჟება ტელეკომპანია CNN მოგზაურებს საქართველოში. ავტორი წერს, რომ დროა ყველა, ვინც თავგადასავალს ეძებს, არ დაემორჩილოს პუტინის მავნებლურ აკრძალვას და საქართველოში ჩავიდეს. ტელეარხი მათაც მოუწოდებს, ვინც უკვე ნამყოფია საქართველოში, რომ ქვეყანაში ისევ დაბრუნდნენ.

სტატიაში ხაზგასმულია, რომ თბილისში გასულ კვირას დაწყებული საპროტესტო აქციები, არა რუსი ხალხის, არამედ რუსი დეპუტატის ვიზიტის წინააღმდეგაა მიმართული.

"ამ პროტესტის საპასუხოდ პუტინი ცდილობს დასაჯოს, დაიმორჩილოს და გააკოტროს ქართველი ხალხი ხელისუფლებისთვის სიმართლის თქმის, შეკრების უფლების დაცვისა და პარლამენტის სპიკერის გადაყენების გამო,"- წერია სტატიაში.

ავტორის შეფასებით, ვლადიმერ პუტინი ამ ყველაფერს ორი მიზეზის გამო აკეთებს. პირველი არის ის, რომ რუსეთის ლიდერს ეშინია თავის ქვეყანაში საპროტესტო აქციების დაწყების და მეორე, მას სურს რუს ხალხს აფიქრებინოს, რომ თბილისში მიმდინარე დემონსტრაციები რუსოფობიულ ხასიათს ატარებს.

დღის ამბები