17 ნოემბერი 2024,   19:36
ვრცლად
ხმაური თამარაშვილის 13 ნომერთან - ადგილობრივები ტერიტორიაზე მიმდინარე მშენებლობას აპროტესტებენ

ხმაური თამარაშვილის 13 ნომერთან - ადგილობრივები ტერიტორიაზე მიმდინარე მშენებლობას აპროტესტებენ. მათი ინფორმაციით, კორპუსების ასაშენებლად გაიჩეხა სკვერი და ნარგავები. სამუშაოებს კი კომპანიები "არქი ჯგუფი" და "გუმბათი" ასრულებენ.

ადგილობრივები ამბობენ, რომ არაერთი მიმართვის მიუხედავად, არც გამგეობაში და არც მერიაში განმარტებებს არ აკეთებენ. 

„მერი მოსახლეობას არ ხვდება, მერის მოადგილეები არი ხვდებიან, ვითხოვეთ არა ერთხელ. ადამიანები, ვისთანაც გვაქვს ურთიერთობა, აბსოლუტურად არიან უუნაროები და უფუნქციოები. ვერანაირ გადაწყვეტილებებს ვერ იღებენ და ჩვენი პროტესტიც ზუსტად ამას წარმოადგენს. ვეპატიჟებით მერს, მოადგილეს, ადამიანებს ვინც ხელი მოაწერეს ამ უკანონო ნებართვას. დარღვეულია ყველანაირი უსაფრთხოების ნორმა,“ - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი, ეკატერინე ფავლენიშვილი.

დღის ამბები