18 ნოემბერი 2024,   00:47
ვრცლად
შიმშილობის მერვე დღე - შს მინისტრის გადადგომამდე აქციის მონაწილეები პროტესტის შეწყვეტას არ აპირებენ 

შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომის მოთხოვნით, რუსთაველის გამზირზე შიმშილობის აქცია გრძელდება.

ახალგაზრდები უკვე კვირაზე მეტია შიმშილობენ და ღამეს პარლამენტის წინ გაშლილ კარვებში ათევენ.

პროტესტის უკიდურეს ფორმას აქციის 5 მონაწილე მიმართავს. ისინი პროტესტის შეწყვეტას არ აპირებენ, ვიდრე არ შესრულდება ერთადერთი მოთხოვნა და არ გადადგება გიორგი გახარია, რომელსაც 20 ივნისის სისხლიან ღამეზე პასუხისმგებლობას აკისრებენ.

„ჩვენ გვქონდა თავიდანვე სამი ძალიან მკაფიო მოთხოვნა, საიდანაც ორი დაკმაყოფილდა, დარჩა ერთი და ძალიან პრინციპული - გადადგეს შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი გახარია. ჩემთვის პირადად არის შიმშილობის მერვე დღე. ეს საპროტესტო ფორმაც გაგრძელდება მანამ, სანამ გიორგი გახარია არ დატოვებს შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტს,“-აცხადებს მოშიმშილე, ცენტრ „ემპათიას“ იურისტი, გიორგი ლემონჯავა.

დღის ამბები