20 ივნისის სისხლიანი დარბევა რუსთაველის გამზირზე - საქართველოში მიმდინარე მოვლენებს სტრასბურგსა და დიუსელდორფში მყოფი ქართველი ემიგრანტები ეხმაურებიან.
საქართველოს მოქალაქეებმა რუსული ოკუპაცია გააპროტესტეს და საქართველოს პარლამენტში გავრილოვის გამოჩენა დაგმეს. ისინი სრულ მხარდაჭერას უცხადებენ სამოქალაქო აქტივისტებს, რომელებიც თბილისის ცენტრში უკვე მე-12 დღეა იკრიბებიან.
ქართველმა ემიგრანტებმა ფრანგულ და გერმანულ საზოგადოებას კიდევ ერთხელ შეახსენეს, რომ რუსეთი ოკუპანტია!
„ჩავკიდოთ ერთმანეთს ხელები და გავაპროტესტოთ ის, რაც ხდება დღეს საქართველოში. არა ოკუპაციას!“-აცხადებენ აქციის მონაწილეები.