18 ნოემბერი 2024,   00:34
ვრცლად
ძალადობა მომიტინგეებზე - არასამთავრობოები დროულ გამოძიებას ითხოვენ და ხელისუფლებას ორმაგ სტანდარტებში ადანაშაულებენ 

არასამთავრობო ორგანიზაციები ხელისუფლებას ორმაგ სტანდარტში ადანაშაულებენ. მათი შეფასებით, მმართველ გუნდს  ერთის მხრივ სურს ნიკა მელიას დასჯა, რომელსაც არეულობის ორგანიზების ბრალდებას უყენებს, თუმცა მეორეს მხრივ არ სურს იმ პოლიციელების პასუხისგებაში მიცემა, ვინც მომიტინგეებზე იძალადა და უფლებამოსილებას გადაამეტა.

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების განცხადებით, ამ ფონზე  აქციის მონაწილეთა მთავარი მოთხოვნა, შინაგან საქმეთა მინისტრი გადადგომა, სულ უფრო ლეგიტიმურია.

“აუცილებელია კონკრეტული პირების პასუხისმგებლობა, გარდა ამისა აუცილებელია  ზუსტი და უტყუარი ინფორმაცია თუ რა პროცესთან გვქონდა საქმე, იმიტომ, რომ ის რა კადრებიც ჩვენ ვნახეთ, ის ნამდვილად არ უკავშირდება რუსთაველზე შეკრებილი ადამიანების დაშლას და არც კანონით გათვალისწინებულ ჩარევას, რადგანაც ეს ხდება უკვე დღის შუქზე,"-განაცხადა საია-ს თავმჯდომარე სულხან სალაძემ.

სამოქალაქო სექტორის აზრით, მნიშვნელოვანია, რომ გამოძიების პროცესში ჩაერთო სახალხო დამცველი. სამოქალაქო სექტორი ყველა დამნაშავე პრის დასჯის აუცილებლობაზე და საერთაშორისო ექსპერტების ჩართვის აუცილებლობაზე საუბრობს.

„ის თუ როგორ მოქმედებდა პოლიცია, რა სიტუაციაში რა ტიპის ქმედებებს ახორციელებდნენ და ა.შ. ის არის მნიშვნელოვანი, რომ გარდა გამოძიებისა ასევე დადგინდეს კონკრეტული პოლიციელის პასუხისმგებლობა და კარგია, რომ ამ ყველაფერში ქალბატონი ნინო ლომჯარია ჩაერთვება და იმედი მაქვს, რომ შესაძლებელი იქნება მოვიწვიოთ საერთაშორისო ექსპერტები,“-ამბობს ეკა გიგაური.

დღის ამბები