პროტესტის მე-18 დღე - პარლამენტთან მიმდინარე ანტისაოკუპაციო აქცია უცვლელ დროს, 19:00 საათზე დაიწყება.
პარალელურად ქალაქის ცენტრში დღეს დაგეგმილია 20 ივნისის სისხლიანი ღამის ამსახველი ფოტო გამოფენის მოწყობა.
გრძელდება შიმშილობის აქციაც. პროტესტის უკიდურეს ფორმას - გახარიას გადადგომის მოთხოვნით, რამდენიმე დემონსტრანტი ამ დრომდე განაგრძობს.
„ისტორიას კიდევ ერთხელ გავაცოცხლებთ და 20 ივნისს დაემატება ყველა იმ დარბევების კადრები, რომელიც რუსთაველის ტერიტორიაზე, თანამედროვე საქართველოს ისტორიაში მოხდა. საქართველოს არც ერთ შს მინისტრს არ შერჩენია საკუთარ მოქალაქეებზე ძალის გადამეტება,“-განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, ნოდარ რუხაძემ.