18 ნოემბერი 2024,   00:50
ვრცლად
ხელისუფლების სრული ლუსტრაცია...ხელისუფლება რუსეთის ხელშია - ნინო ჯანგირაშვილი

ხელისუფლების სრული ლუსტრაცია - ასე აფასებს ტელეკომპანია "კავკასიას" დირექტორი გიორგი გაბუნიას მონოლოგზე ხელისუფლების ლიდერების გამოხმაურებებს. ნინო ჯანგირაშვილის თქმით, თუ ხელისუფლებას ჯერა, რომ კერძო ტელეკომპანიის გადაცემის ავტორის მონოლოგის გამო რომელიმე ქვეყანა ომს დაიწყებს, მაშინ ქვეყნის ბედი მძიმე მდგომარეობაშია, რადგან ასეთი ხალხია ხელისუფლებაში.

ჯანგირაშვილი არც იმას გამორიცხავს, რომ გუშინდელი გამოხმაურებები რუსეთის საამებლად იყოს მიმართული, რადგან ხელისუფლება თავს დამნაშავედ გრძნობს ქვეყანაში მიმდინარე ანტისაოკუპაციო აქციების გამო. ასეთ შემთხვევაში, მისი თქმით, ნათელია, რომ ჩვენი ხელისუფლება მთლიანად რუსეთის ხელშია. 

„მოხდა ხელისუფლების აბსოლუტური ლუსტრაცია. რიგში ჩამდგარი ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირები, როგორ ეხვეწებოდნენ პუტინს, რომ შენი ჭირიმე, არ წამოეგო პროვოკაციაზე და არ დაგვღუპო, გიორგი გაბუნიას გამო ომი არ დაიწყო. თუ მართლა ჯერათ,რ ომ ვინმემ დედამიწის ზურგზე შეიძლება ომი დაიწყოს კერძო ტელეკომპანიის ჟურნალისტის საავტორო გადაცემაში ნათქვამი, თუნდაც უდიდესი სისულელის გამო, მაშინ ძალიან ცუდად ყოფილა მათი საქმე და ჩვენი საქმეც, იმიტომ რომ ისინი ხელისუფლებაში არიან. თუ არ ჯერათ და იმისთვის გამოიყენეს,რომ პუტინისთვის რევერანსები გაეკეთებინათ და ერთგულება დაემტკიცებინათ და ის დანაშაული გამოესყიდათ,რომელსაც ამ ანტისაოკუპაციო აქციების გამო გრძნობენ, მანდ უკვე დიაგნოზი ცხადია, ჩვენი ხელისუფლება არის მთლიანად რუსეთის,“-ამბობს ნინო ჯანგირაშვილი.

გიორგი გაბუნიამ რუსეთის პრეზიდენტს აგინა, საქართველოს ხელისუფლებამ კი წამყვანი და არხი რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების დაძაბვაში დაადანაშაულა და შესაბამის ორგანოებს რეაგირება მოსთხოვა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები