დავთ გარეჯში არსებულ ვითარებას ადგილზე გააპროტესტებენ გიდები. ისინი უახლოეს პერიოდში დაიწყებენ მობილიზებას, რომ რაც შეიძლება დროულად ჩავიდნენ სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე და არსებულ ვითარებას გაეცნონ.
მანამდე კი ისინი საგარეო საქმეთა სამინისტროში დახურულ შეხვედრას გამართავენ და ამის შემდეგ გახდება ცნობილი სამოქმედო გეგმაც. გიდები აცხადებენ,რომ შექმნილი მდგომარეობის გათვალისწინებით, აუცილებელი ხდება, სიტუაციაში ჩაერიოს მთავრობა და მის ხელთ არსებული რესურსი გამოიყენოს იქამდე, ვიდრე საქართველო უფრო ცუდი შედეგების წინაშე არ დადგება.
"აზერბაიჯანი მთავრობა იწყებს ბილიკების, ინფრასტრუქტურის მოწყობას. ახლა არ იკმარეს და ჩვენი ხატები გადმოსცეს ჩვენს მესაზღვრეებს. ფაქტობრივად გამოდის, რომ ჩვენი მთავრობა თვალებში ნაცარს გვაყრის. ერთადერთი რაც შეგვიძლია, დღეს ვცდით მთავრობას შევხვდეთ და მივიღოთ ღირსეული მთავრობის, ღირსეული პასუხი, რა ხდება დავით გარეჯში,"-განაცხადა რუსუდან ჯაფარიძემ.