18 ნოემბერი 2024,   01:54
ვრცლად
26-ე დღე 20 ივნისის სისხლიანი ღამიდან - პროტესტი რუსთაველზე გრძელდება 

26-ე დღე 20 ივნისის სისხლიანი ღამიდან - პროტესტი რუსთაველზე უწყვეტად გრძელდება, რადგან აქციის დარბევაზე მთავარი პასუხისმგებელი პირი, ისევ თანამდებობაზე რჩება. ანტისაოკუპაციო აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ არ დაიშლებიან მანამ, სანამ მათი მოთხოვნა არ შესრულდება და შს მინისტრი პოსტს არ დატოვებს.

აქცია დღეს ისევ განახლდება, ტრადიციულად რუსთაველზე და ტრადიციულად 19:00 საათზე.

გუშინ კი პარლამენტის წინ მიმდინარე აქციას სტარტაპერები შეუერთდნენ. მათ პარლამენტის წინ გამოფინეს საკუთარი ნამუშევრები და ხელნაკეთი ნივთები.

„ვაპირებთ კიდევ უფრო გავაქტიურდეთ პარტიზანულად. ისევ არ ვარღვევთ კანონს, მაგრამ ვაპირებთ მივიდეთ ყველგან, სადაც იქნებიან მაღალჩინოსნები. ცდილობენ, რომ გადაიტანონ დედაქალაქიდან ცენტრალური შეხვედრები და ყველა ქალაქში მზადყოფნა გვაქვს იმისთვის, რომ მივიდეთ და შევაწუხოთ. ძალიან კანონიერად ვითხოვთ შს მინისტრის გადადგომას. ეს არის ერთადერთი მოთხოვნა, რომელიც დაგვრჩა, რა წამსაც გადადგება გიორგი გახარია, იმ წამს წავალთ სახლში და დავისვენებთ,“-განაცხადა სამოქალაქო აქტივისტმა, გიგა მაქარაშვილმა.

დღის ამბები