18 ნოემბერი 2024,   00:42
ვრცლად
ხმაური სამტრედიაში - ადამიანები, რომლებიც ​ანტიოკუპაციური აქციის მონაწილეებს დაუპირისპირდნენ კალაძე-ბახტაძის ნათესავები არიან 

ხელისუფლების გარემოცვის მობილიზაცია ანტისაოკუპაციო აქციების წინააღმდეგ. "კურიერი" იმ პირების საცხოვრებელ სახლებში იმყოფებოდა, რომლებიც ორი დღის წინ ახალგაზრდებს სამტრედიაში დაუპირისპირდნენ. დაპირისპირების ორგანიზატორების ნაწილი "კურიერის" კამერას დაემალა, ნაწილი კი ჩვენი გადამღები ჯგუფის დანახვაზე უბრალოდ გაიქცა.

არადა ორი დღის წინ ისინი აქტიურად უპირისპირდებოდნენ იმ ახალგაზრდებს, რომლებიც გიორგი გახარიას გადადგომას ითხოვდნენ.

"კურიერთან" საუბრის დროს ოჯახის წევრებმა დაადასტურეს ხელისუფლების მაღალჩინოსნებთან, კონკრეტულად კი კახა კალაძესა და მამუკა ბახტაძესთან ნათესაური კავშირი.


ამავე თემაზე
დღის ამბები