18 ნოემბერი 2024,   01:59
ვრცლად
ვითარება დავთ გარეჯში - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

ვითარება დავთ გარეჯში - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს. 

უწყება 14 ივლისს საქართველოსა და აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის დავით გარეჯის მიმდებარე ზოლში განვითარებულ პროცესებს სამწუხარო ინციდენტს უწოდებს.

განცხადებაში ნათქვამია, რომ საქართველოს შესაბამისი უწყებების მყისიერი რეაგირების შედეგად, ინციდენტი მალევე იქნა აღმოფხვრილი, ხოლო მომხდარზე დაწყებულია მოკვლევა.

"მსგავსი ინციდენტები არ შეესაბამება ჩვენს ქვეყნებს შორის არსებულ სტრატეგიულ პარტნიორულ ურთიერთობებს. სწორედ ამიტომ მიგვაჩნია, რომ დროულად უნდა გაგრძელდეს ექსპერტთა ჯგუფებისა და სადელიმიტაციო კომისიების შეხვედრები, რისთვისაც ქართული მხარე სრულ მზაობას გამოთქვამს,"-წერია განცხადებაში.

ამავე თემაზე
დღის ამბები