18 ნოემბერი 2024,   00:41
ვრცლად
"ქართული ოცნება" კიდევ ერთხელ დარწმუნდება იმაში, რომ აქ არ დგას 200 ადამიანი" - აქცია რუსთაველზე გრძელდება

სისხლიანი ღამიდან 29 დღე გავიდა - პროტესტი კი გრძელდება. მანიფესტანტები საკუთარ გეგმებზე უარს არ ამბობენ. დღევანდელი დღე მედიის თავისუფლებაზე საუბრებს მიეძღვნება. დღის ბოლოს კი პარლამენტის შენობის წინ აქცია-პერფორმანსი შედგა - ლაშა ბუღაძემ, ქეთი დევდარიანმა, ნესტან კვინიკაძემ და დათო ტურაშვილმა გადაცემის ფორმატის მსგავსი დისკუსიები გამართეს. ხვალ ელექტრონული მუსიკის საღამო მოეწყობა. შაბათისთვის კი აქციის ორგანიზატორები 20 ივნისის მოვლენებიდან ერთი თვის თავზე განსხვავებული ფორმატისა და მასშტაბის აქციას აანონსებენ.

"პარასკევს სცენას ვუთმობთ ქართულ ელექტრონულ მუსიკას, რომლებმაც პირველად იგემეს გახარიას დარტყმა. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია 20 ივლისის თარიღი რადგან გადის ზუსტად 1 თვე იმის შემდეგ, რაც ჩვენ აქციები დავიწყეთ. "ქართული ოცნება" კიდევ ერთხელ დარწმუნდება იმაში, რომ აქ არ დგას 200 ადამიანი და ჩვენ ზურგს გვიმაგრებს მთელი საქართველო,"-აცცადებს ნოდარ რუხაძე.

დღის ამბები