18 ნოემბერი 2024,   01:29
ვრცლად
"ყველაფრის მოლოდინი გვაქვს" - ადვოკატი ხაზარაძისა და ჯაფარიძის დაკავებას არ გამორიცხავს

მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს 12 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. ბრალს "თიბისი ბანკის" დამფუძნებლებს ოფიციალურად ორ საათში წაუყენებენ. მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე ოფისში იმყოფებიან. ცოტა ხნის წინ მათთან შესახვედრად ადვოკატი ზვიად კორძაძე და „თიბისი ბანკის“ დირექტორი ვახტანგ ბუცხრიკიძე მივიდნენ. კონსულტაციები ერთ საათს გაგრძელდა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ ვახტანგ ბუცხრიკიძემ და ბადრი ჯაფარიძემ შენობა უკომენტაროდ დატოვეს. როგორც ადვოკატი აცხადებს, ისინი პროკურატურაში ხუთ საათზე მივლენ. მოვლენების განვითარების გათვალისწინებით, უფლებადამცველი ამბობს, რომ ხაზარაძისა და ჯაფარიძის დაკავებას არ გამორიცხავს.  

„მივალთ 5 საათზე, ჩავიბარებთ დადგენილებას და ვნახავთ ყველაფერს. პოზიცია იგივეა, ბრალდება, როგორც აქამდე მიგვაჩნდა, რომ აბსურდული იყო და მიგვაჩნია, რომ აბსურდულია. მოლოდინი, იქიდან გამომდინარე, რა ბრალიც უნდა წაუყენონ ყველაფრის გვაქვს. მზად ვართ ყველაფრისთვის,“ - ამბობს ხაზარაძის ადვოკატი, ზვიად კორძაძე. 

ამავე თემაზე
დღის ამბები