18 ნოემბერი 2024,   01:36
ვრცლად
პროკურატურის განცხადებიდან რამდენიმე წუთში ლონდონის ბირჟაზე TBC ბანკის აქციები გაუფასურდა

ყველაზე მსხვილი ქართული ბანკის ორ აქციონერს პროკურატურა 16 მილიონის გათეთრებას ედავება. მათ ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 12 წლიანი პატიმრობა ელით. 

პროკურატურაში განცხადება 12 საათზე გაკეთდა.  განცხადებიდან რამდენიმე წუთში ბანკის აქციები ლონდონის ბირჟაზე გაუფასურდა. ვარდნა ახლაც გრძელდება. ბოლო ინფორმაციით, 4 პროცენტიანი გაუფასურება ფიქსირდება.

ბრალის წარდგენას მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე ოფისში ელოდებიან. ცოტა ხნის წინ მათთან შესახვედრად ადვოკატი ზვიად კორძაძე და „თიბისი ბანკის“ დირექტორი ვახტანგ ბუცხრიკიძე მივიდნენ. კონსულტაციები ერთ საათს გაგრძელდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ ვახტანგ ბუცხრიკიძემ და ბადრი ჯაფარიძემ შენობა უკომენტაროდ დატოვეს. 

ამავე თემაზე
დღის ამბები