ძალადობის ორგანიზება და მასში მონაწილეობა - ირაკლი ოქრუაშვილის გარდა პროკურატურა დღეს ბრალს კიდევ ოთხ პირს წაუყენებს. მათ გამოძიება პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე განვითარებული მოვლენების დროს ჯგუფურ ძალადობასა და პოლიციელებზე თავდასხმას ედავება.
ეჭვმიტანილები გვიან ღამით წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს, სადაც ისინი მათმა უფლებადამცველებმა მოინახულეს. ადვოკატების ინფორმაციით, დაკავებულები ბრალს არ აღიარებენ და ამბობენ, რომ ხელისუფლების მხრიდან დაწყებული რეპრესიების მსხვერპლი გახდნენ.
„როგორც გამოძიებამ აგვიხსნა, არის ეს ძალადობის ორგანიზება, ან მასში მონაწილეობა. ის არ თვლის, რომ ძალადობდა, ან ორგანიზებული ხასიათი ჰქონდა მის მიერ ჩადენილ ქმედებას, ის თლის იმას, რომ ის იცავდა თავის ქვეყანას. მისი თვითმიზანი არ ყოფილა რაიმე ძალადობა განეხორციელებინა რომელიმე პოლიციის თანამშრომელზე, ან რომელიმე სახელმწიფო ინსტიტუტზე,“- განაცხადა ერთ-ერთის ადვოკატმა, გიორგი გელხაურმა.