დაპირისპირების კიდევ ერთი და ახალი რაუნდი „ქართული ოცნების“ მოქმედ და ყოფილ ლიდერებს შორის - დავის მიზეზი ამჯერად იურიდიული კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარის კანონპროექტია, რომელიც ანრი ოხანაშვილმა მმართველი გუნდის სურვილების შესაბამისად დააკორექტირა და პარლამენტში ახალი ვერსია დააბრუნა.
ეკა ბესელიამ სრულიად შემთხვევით აღმოაჩინა, რომ კანონი, რომელიც მისი დაწერილია, ანრი ოხანაშვილმა გადაწერა და მისი სახელი დაარქვა.
დავის მიზეზი გახდა კანონპროექტი, რომლის დამტკიცების შემთხვევაშიც მოქალაქეებს უფლება ექნებათ პატრულის და სხვა საჯარო უწყებების გამოწერილი ჯარიმები სააპელაციო ინსტანციაში გაასაჩივრონ. ბესელია ამბობს, რომ ოხანაშვილმა სრულიად დაავიწროვა ის ჩამონათვალი, რომელიც მოქალაქეებს ფულადი ჯარიმების გასაჩივრების საშუალებას აძლევდა.
ანრი ოხანაშვილი ადასტურებს, რომ ჯარიმების გასაჩივრების კანონპროექტის ავტორი ეკა ბესელია იყო, თუმცა ამტკიცებს, რომ დოკუმენტი ხარვეზებით იყო შედგენილი. ამიტომ ჩააგდეს და ახალი თავიდან დაწერეს. ოხანაშვილმა ბესელიას იურიდიულ კვალიფიკაცია დაუწუნა და პირდაპირ თქვა, რომ დეპუტატმა, რომლიც 6 წლის განმავლობაში "ქართული ოცნების" მთავარი დასაყრდენი ძალა იყო კანონების წერა არ იცის.
ეკა ბესელია ანრი ოხანაშვილთან პროფესიულ კამათში შესვლას აღარ აპირებს. ის ამბობს, რომ იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე, რომელიც მხოლოდ ვანო ზარდიაშვილს ხედავს ებრალება და პასუხის გაცემასაც აღარ აპირებს.