ცოტა ხნის წინ განახლდა სამძებრო-სამაშველო ოპერაცია თუშეთში, სადაც ხევში გადაჩეხილ ახალგაზრდას ეძებენ. მაშველებმა გუშინ 6 ცხედრის პოვნა შეძლეს, მათ შორის სამი ერთი ოჯახის წევრები, მამა და შვილები არიან. ტრაგედიას მხოლოდ 5 ადამიანი გადაურჩა.
სამძებრო სამუშაოების გამო გადაიკეტა ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზა, ირკვევა, რომ გზის გადაკეტვა აუცილებელია სამაშველო ოპერაციის ჩასატარებლად.
მგზავრებით სავსე ავტომობილი, ხევში 200 მეტრის სიმაღლიდან ორი დღის წინ გადავარდა. მომხდარი ტრაგედიის გამო, თუშეთობის დღესასწაული წელს გაუქმებულია.