17 ნოემბერი 2024,   22:59
ვრცლად
"გარეჯში აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა სამხედრო ბაზა ააშენეს" - ანტისაოკუპაციო მოძრაობა საგარეო საქმეთა სამინისტროს მიმართავს

ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრები დავით გარეჯში არსებულ ვითარებაზე საგარეო საქმეთა სამინისტროდან რეაგირებას ითხოვენ. დღეს მოძრაობა საორგანიზაციო შეხვედრას გამართავს, სადაც წევრები მოამზადებენ ერთობლივ მიმართვას და დელიმიტაციის კომისიას გადაუგზავნიან.

მათი თქმით, ვითარება ადგილზე დაძაბულია, რადგან ამ დრომდე ტაძრამდე მისასვლელი გზა ბლოკირებულია, ტერიტორიაზე კი აზერბაიჯანელი მესაზღვრეების რაოდენობა გაზრდილია.

"აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა ააშენეს მეორე სამხედრო ბაზა, უდაბნოს მონასტრის მისასვლელთან და გაზარდეს მესაზღვრეების რაოდენობა. ჩვენ შევიმუშავებთ მიმართვის ტექსტს და აუცილებლად მივმართავთ დელიმიტაციის კომისიას, მივმართავთ ჩვენს მთავრობას და მოვითხოვთ საჯარო შეხვედრას საზოგადოების  წარმომადგენლებთან,“-განაცხადა დავით ქაცარავამ.

დღის ამბები