17 ნოემბერი 2024,   23:46
ვრცლად
დანაგვიანებული სანაპირო ზოლი და მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა - ანაკლიაში ტურისტული სეზონი ჩავარდა

ჩავარდნილი ტურისტული სეზონი ანაკლიაში - საზღვაო კურორტი დამსვენებელს მოუწესრიგებელი დახვდა. სანაპირო ზოლი სავსეა ნარჩენებით და ეტყობა რომ ის უკვე დიდი ხანია არავის დაუსუფთავებია.

დანაგვიანებული პლაჟისა და ათობით დაუსრულებელი, მიტოვებული შენობის გამო არც ქართველ და არც უცხოეთის მოქალაქეებს ამ მხარეში სტუმრობა აღარ უნდათ.

დამსვენებლების რაოდენობა გასულ წელთან შედარებით ძალიან შემცირებულია. ანაკლიაში ჩასული ტურისტები ბინძური სანაპირო ზოლისა და მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურის გამო დასასვენებლად სხვა ზღვისპირა ქალაქებში მიდიან.

ადგილობრივებმა ტურისტული სეზონისთვის ბანკიდან სესხები აიღეს, საოჯახო სასტუმროები მოაწყვეს, თუმცა დამსვენებლებს უშედეგოდ ელოდებიან.

დასუფთავების სამსახურის თანამშრომლები ანაკლიაში სანაპირო ზოლზე მას შემდეგ გამოჩნდნენ რაც კურიერის გადამღებმა ჯგუფმა ადგილზე მუშაობა დაიწყო. 

 

ავტორი: ემა გოგოხია

დღის ამბები