ვითარება დავით გარეჯში - ანტისაოკუპაციო მოძრაობა "ძალა ერთობაშია" დელიმიტაციის საკითხებზე მომუშავე კომისიას წერილობით მიმართავს. მოძრაობის წევრები საგარეო საქმეთა სამინისტროს მხრიდან კონკრეტულ კითხვებზე პასუხებსა და საინიციატივო ჯგუფის სახით საჯარო შეხვედრას ითხოვენ.
მათი თქმით, მნიშვნელოვანია, გაირკვეს, თუ რა ეტაპზეა ორ ქვეყანას შორის მოლაპარაკების პროცესი.
ამასთან, რატომ დაირღვა რამდენიმე დღის წინ საქართველოს საჰაერო სივრცე აზერბაიჯანული მხარის ვერტმფრენით და როგორია მათი პოზიცია გარეჯში შექმნილ მძიმე ვითარებაზე.
დელიმიტაციის შემსწავლელი კომისიის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ წერილს გაეცნობიან და აღნიშნავენ, რომ მოლაპარაკების პროცესი მშვიდობიანად გრძელდება.