მერიის უსაფრთხოების სამსახურის უფროსსა და მის მოადგილეს კახა კალაძემ რომში მივლინება დაუფინანსა - საკრებულოს ოპოზიცია ამ საკითხზე განმარტებებს თბილისის მერისგან ითხოვს.
კალაძის ხელმოწერილი დოკუმენტით ირკვევა მხოლოდ ის, რომ ნიკა ჭონქაძისა და მისი მოადგილის ერთ კვირიანი მივლინება დედაქალაქის მთავრობას 9 ათასი ლარი დაუჯდა, სხვა ინფორმაცია დოკუმენტში მითითებული არ არის. საკითხის დაყენებას „ნაციონალური მოძრაობა“ უახლოეს სხდომაზე გეგმავს.
დედაქალაქის მთავრობაში კი განმარტავენ, რომ მერია გეგმავს, ქალაქის მაშტაბით sos გამოძახების სტაციონარული სადგურების დამონტაჟებას, სწორედ ეს საკითხი იყო ჭონქაძის სამუშაო ვიზიტის ერთ-ერთი მიზანიც.