დაჭრა ბათუმში - შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დადგენილია დანაშაულში მონაწილე პირის ვინაობა. უწყების ცნობით, ის 2001 წელს დაბადებული არასრულწლოვანია.
ბათუმში, სანაპიროზე 3 ტურისტი დაჭრეს. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. აზერბაიჯანის 3 მოქალაქე, სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.
არსებული ინფორმაციით, სამივე ახალგაზრდას ფეხისა და ხელის, ასევე სხეულის სხვადასხვა ადგილებში ჭრილობები აღენიშნებათ.
შემთხვევა იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. რა გახდა დაპირისპირების მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის მძიმე ან ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.