თუშეთში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაცვლილის ცხედრის ამოყვანას მაშველები ცდილობენ - „კურიერს“ კადრები მიაწოდეს.
4-დღიანი ძებნის შემდეგ მას მდინარე სტორში მიაგნეს. ფშავი-აბანო-ომალოს უღელტეხილზე მომხდარ ავტოკატასტროფას 7 ადამიანი ემსხვერპლა.
შსს-ის ცნობით, ფშაველი-აბანო-ომალოს უღელტეხილზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ სამაშველო საძიებო ოპერაცია დასრულებულია.