ბათუმში შელაპარაკების დროს დაჭრილი აზრებაიჯანის მოქალაქეები რეფერალურ საავადმყოფოში არიან მოთავსებული. ერთ-ერთ მათგანს ქირურგიული ოპერაცია დასჭირდა.
შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. სამი ტურისტი ურთიერთშელაპარაკებისას დაჭრეს. მათ ჭრილობები დანით აქვთ მიყენებული. თვითმხილველები აცხადებენ, რომ შელაპარაკება გოგონას გამო დაიწყო, რაც ჩხუბში გადაიზარდა.
„შელაპარაკება იყო. მგონი გოგოს მიაყენეს შეურაცხყოფა და მერე მოხდა ჩხუბი. როგორც ვიცი, ბოქსის აპარატს დაარტყა ხელი აზერბაიჯანის მოქალაქემ და ფული ჩააგდო ქართველმა გოგონამ. ანუ ქართველმა გოგონამ ჩააგდო ფული, რომ უნდა დაერტყა და დაარტყა აზერბაიჯანის მოქალაქემ და ამას მოჰყვა ჩხუბი,“ - განაცხადა ერთ-ერთმა თვითმხილველმა.
თვითმხილველები ამბობენ, რომ აზერბაიჯანის მოქალაქეები ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დადგენილია დანაშაულში მონაწილე პირის ვინაობა. უწყების ცნობით, ის 2001 წელს დაბადებული არასრულწლოვანია.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის მძიმე ან ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.