ჯანდაცვის სამინისტროში ახალი მინისტრის დანიშვნის შემდეგ სასწრაფო–სამედიცინო სამსახურის თანამშრომლებს სამსახურიდან შესაძლო გათავისუფლებაზე ხელს აწერინებენ.
განკარგულება რეორგანიზაციის შესახებ რეგიონებში არსებულ საგანგებო სიტუაციების და გადაუდებელი დახმარების ცენტებს ეხებათ.
ბრძანება, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარის ძმა, ავთანდილ თალაკვაძე აწერს ხელს, სასწრაფო დახმარების ცენტრებშია გამოკრული.
ბრძანების თანახმად, რეორგანიზაცია ოპერატიულობისა და ფუნქციონალური მოქნილობის გასაუმჯობესებლად მიმდინარეობს. თანამშრომლების უმრავლესობამ დოკუმენტს ხელი უკვე მოაწერა.
"მე მოვაწერე ხელი, ჩვენ ერთდერთი ჩაგვაყენეს საქმის კურსში, რომ ახალი მინისტრის ბრძანებაა, რომ როგორც ყოველთვის ასე ხდება, თავისი ახალი კადრები უნდა,"-აცხადებენ სასწრაფოს თანამშრომლები.
განმარტებების გაკეთებას ჯანდაცვის სამინისტროში დღეს აპირებენ.