18 ნოემბერი 2024,   02:47
ვრცლად
"რუსთავი2"-ის წილები და ხალვაშის შეთავაზება - აქიმიძე და დვალი პოზიციას საზოგადოებას დღეს გააცნობენ 

ქიბარ ხალვაშის შეთავაზებასთან დაკავშირებით საკუთარ მოსაზრებებს და სამომავლო გეგმებს ჯარჯი აქიმიძე და დავით დვალი რამდენიმე საათში საზოგადოებას წარმოუდგენენ.

სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“ -ის დამფუძნებლებმა, რამდენიმე დღის წინ გამართული შეხვედრის დასრულებისთანავე დააფიქსირეს პოზიცია, რომ ისინი კმაყოფილი არ არიან "რუსთავი2"-ის 40 პროცენტიანი წილის შეთავაზებით.

2017 წელს ქიბარ ხალვაში დავით დვალსა და ჯარჯი აქიმიძეს „რუსთავი 2“-ის 50%-იან წილს სთავაზობდა. ამჯერად კი საუბარი უკვე 40%-ზეა.

დღის ამბები