ვინ არის ბახვის პოლიციის უფროსი მამუკა ჯანანაშვილი, რომელიც შეკვეთილში აქციის მონაწილეებს ფიზიკურად გაუსწორდა - გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა, ხატია დეკანოიძემ საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე საზოგადოებას ინფორმაცია მიაწოდა. მისი თქმით, ჯანანაშვილმა ადამიანებს, რომლებმაც 20 ივნისს თვალი დაკარგეს, დედა აგინა, მათ დასაცავად გამოსულ აქტივისტებს კი ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.
დეკანოიძის განცხადებით, მამუკა ჯანანაშვილი სისტემიდან გაშვებული იყო და ის შინაგან საქმეთა სამინისტროში "ქართული ოცნების" ხელისუფლებამ დააბრუნა. მისი თქმით, ჯანანაშვილი პოლიციის სხვადასხვა განყოფილებაში მუშაობდა, მარნეულში პოლიციაში მუშაობის დროს კი ის პოლიციისთვის განკუთვნილ საწვავს საკუთარი კეთილდღეობისთვის ყიდდა.
დეკანოიძის ინფორმაციით, ჯანანაშვილი ბიძინა ივანიშვილის პირადი დაცვის და ამჟამად სუს-ის თანამშრომლის, სოსო იაშვილის მფარველობის ქვეშ არის. მისი თქმით, ჯანანაშვილი დღეს შს მინისტრის, გიორგი გახარიას სახეს წარმოადგენს.
„შსს-ის გურიის სამხარეო სამმართველოს ბახვის პოლიციის განყოფილების უფროსი მამუკა ჯანანაშვილმა შეკვეთილში ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან აქციის მონაწილე გიორგი დიასამიძეს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, იმიტომ, რომ დიასამიძე გამოესარჩლა 20 ივნისს გავრილოვის ღამეს დაზარალებულებს, მაკო გომურს, როცა ჯანანაშვილი აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, კერძოდ აგინებდა. ამის შემდეგ ის ფიზიკურად გაუსწორდა დიასამიძეს. ეს ადამიანი არის ახლა გახარიას სახე, გახარიას პოლიციის სახე. ეს ადამიანია, რომელიც ოპოზიციამ. ჩვენ არადე4თ ვამხილეთ, მათ შორის ზუგდიდის თვითმმართველობის არჩევნებზე როცა ამ ადამიანმა ძალა იხმარა და ფიზიკური ძალადობით დაატოვებინა საარჩევნო უბანი პარლამენტის წევრს, თინა ბოკუჩავას. მამუკა ჯანანაშვილი 2012 წლამდე შსს-ში მუშაობდა, მას პოლიციის რიგები დაატოვებინეს იმიტომ, რომ ადამიანის საყოველთაო უფლებებს და ღირსებას, მალევე ჯანანაშვილი დაკავებული იქნა პოლიციის მიერ იარაღის უკანონოდ შენახვის და ტარების გამო, მთავრობის შეცვლის შემდეგ, 2013 წელს "ქართულმა ოცნებამ" იგი პოლიციის რიგებში აღადგინა,“ - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.