უბედური შემთხვევა ჩაქვში - მატარებელი ტურისტს დაეჯახა. უკრაინის მოქალაქე მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა. ის პროზექტურაში გადაასვენეს.
არსებული ინფორმაციით, შემთხვევა ბათუმი-ერევნის რეისის შესრულების დროს მოხდა.
როგორც "რუსთავი2"-ს შინაგან საქმეთა სამინისტროსი განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275- მესამე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს.