17 ნოემბერი 2024,   23:42
ვრცლად
ვოლსკი აქიმიძესა და დვალზე: "სისულელეებს ლაპარაკობენ"

"სახელისუფლებო არხის და მედიაზე ზეწოლის თემა დავივიწყეთ, მას შემდეგ, რაც გამოვემშვიდობეთ "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებას" - აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, გია ვოლსკი "რუსთავი2-ის" ირგვლივ მიმდინარე მოვლენების შეფასებისას. 

ვოლსკი ამბობს, რომ ამ დროისთვის ქიბარ ხალვაშს, დავით დვალსა და ჯარჯი აქიმიძეს შორის მხოლოდ ბიზნესმოლაპარაკებები მიმდინარეობს.ის აქიმიძისა და დვალის განცხადებას, რომ მათ ახლა ბიძინა ივანიშვილმა ქიბარ ხალვაშის ხელით წაართვა "რუსთავი 2", ვოლსკი სისულელეს უწოდებს. ის "რუსთავი 2-ის" ჟურნალისტის დასმულმა კითხვამ გააღიზიანა. გია ვოლსკის განცხადებით, მოლაპრაკების პროცესში დვალი და აქიმიძე შანტაჟსა და ბულინგს მიმართავენ.

„ეს არ დაბრუნდება და ვერ დაბრუნდება. რაც შეეხება ბიზნესმენების წინამოლაპარაკების პერიოდში გაკეთებულ განცხადებებს, ეს უფრო მათ ბიზნეს ინტერესებს უკავშირდება... მაგრამ აღარ უნდა ახლა, დავამთავრე რა, პასუხი რა ამასთან დაკავშირებით. ბიზნესმოლაპარაკებაა და წინასწარ სისულელეებს ლაპარაკობენ, ისეთ თემებს, რომელიც მათ ჰგონიათ, რომ შეუწყობს ხელს ამ ბიზნესმოლაპარაკებებში, რომ ვიღაცის ბულინგით და შანტაჟით შეეძლებათ, უკეთესი პოზიციები წარმოაჩინონ მოლაპარაკების დროს. სჯობს, გადავიდნენ იმ ფორმატში, რომელშიც უკეთ გრძნობენ თავს, ეს არის ბიზნესმოლაპარაკებები," - აცხადებს ვოლსკი. 

ამავე თემაზე
დღის ამბები