გურჯაანის მუნიციპალიტეტში ხანძარია. სოფელ ვეჯინში ცეცხლი ორ სართულიან სახლს გაუჩნდა. წინასწარი ინფორმაციით, განადგურებულია მეორე სართულზე საოჯახო ავეჯი და ტექნიკა.
ადგილზე მობილიზებულია თელავის და გურჯაანის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო- სამაშველო ეკიპაჟები.
უწყების ინფორმაციით, ცეცხლი ლოკალიზებულია და მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.
ერთ-ერთი ვერსიით, ცეცხლი ელექტროსადენებიდან გაჩნდა.