17 ნოემბერი 2024,   23:49
ვრცლად
ან ვამარცხებთ დიქტატურას ან ვრჩებით დიქტატურის მსხვერპლებად - ნიკა გვარამია

ან ვამარცხებთ დიქტატურას ან ვრჩებით დიქტატურის მსხვერპლებად და ვხვდებით რუსეთის პროვინციის მოქალაქეები - ეს განცხადება „რუსთავი 2-ის" ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ გააკეთა. გვარამია მის პროკურატურაში დაბარებას ეხმაურება. 

"რუსთავი 2-ის" ყოფილი გენერალური დირექტორი ამბობს, რომ დაანონსებული ტელევიზია გაკეთდება. ის ამ წუთებში, რუსთაველის გამზირზე გადაცემა „სირცხვილიას“ სტუმარია.

„სისულელეა, რა თქმა უნდა, ჩემი დადანაშაულება „რუსთავი 2-ის" რამე მატერიალურ ზარალში. მე ჩავიბარე მკვდარი კომპანია და იმის მოკლული სხვათა შორის, ვისი ცოლიც ახლა მიჩივის. ეს კომპანია დავაყენე ფეხზე და 7 წელი, მიუხედავად ყველაფრისა, ვაფუნქციონირე. არც ერთი ხელფასი არ დამიგვიანია და თუ  დავაგვიანე, ყოველ შემთხვევაში, არ ყოფილა ისე, რომ ვინმეს რამე დავალიანება აქვს. მიზანი არის ორი, პირველი, "რუსთავი 2-ის" დახურვა იგეგმება იმ მოტივით, რომ არ არის ფინანსური შესაძლებლობები და ვინმეს უნდა დააბრალონ და ეს ვინმე ვარ მე, ეს იქნება სასაცილო, პირდაპირ ვეუბნები აქედან, დამაბრუნონ და ხვალვე გავცემ ხელფასსაც და არანაირი პრობლემა არ იქნება. ან ვამარცხებთ დიქტატურას ან ვრჩებით დიქტატურის მსხვერპლებად და ვხვდებით რუსეთის პროვინციის მოქალაქეები. მე არ ვაპირებ რუსეთში ცხოვრებას და არც წასვლას არ ვაპირებ, დასკვნა თქვენ გამოიტანეთ. წავა ის, ვისთვისაც ეს ქვეყანა არის მხოლოდ პოლიგონი, ვისაც უნდა ეს ქვეყანა რუსეთში შეათრიოს. ბიძინა ივანიშვილი წავა აუცილებლად. ტელევიზია მაინც გაკეთდება, მე მაინც გამოვალ, აი ივანიშვილი შევა და ვეღარ გამოვა,“ - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

ამავე თემაზე
დღის ამბები