17 ნოემბერი 2024,   23:41
ვრცლად
არ უნდა გვქონდეს ილუზია, რომ 20 ივნისის მძიმე ღამეს არ ჰქონია ასახვა ქართულ ეკონომიკაზე - პრემიერი

მამუკა ბახტაძე დარწმუნებულია, რომ ლარის რეკორდული გაუფასურების მთავარი მიზეზი 20 ივნისს დაწყებული აქციებია. პრემიერის განცხადებით, ლოგიკურია რომ უარყოფით შედეგს გამოიღებდა "პარლამენტზე შტურმის მიტანა" და რუსული ტურისტული ემბარგო, რაც რეალურად მოქალაქეების მიერ რუსი დეპუტატების ქვეყნიდან გაძევებას მოჰყვა.  

"ორჯერ ორი ოთხია,რომ ამ არასტაბილურობის განცდამ და იმან, რომ სამწუხაროდ უპასუხისმგებლო პოლიტიკოსები ცდილობენ ქულები დაიწერონ. 20 ივნისის მძიმე და მტკივნეულმა ღამემ, როდესაც განხორციელდა შტურმი საქართველოს პარლამენტზე ასეთი განცდები შექმნა.

ჩვენ არ უნდა გვქონდეს ილუზია, რომ ამას არ ჰქონია ასახვა ქართულ ეკონომიკაზე. რა თქმა უნდა, ჰქონდა და ეს ყველაფერი არის ძალიან ლოგიკური. რა თქმა უნდა, სამწუხაროდ ჰქონდა ასახვა იმას, რომ პირდაპირი რეისები აღარ არის რუსეთიდან საიდანაც დიდი რაოდენობის ტურისტები შემოდიოდნენ საქართველოში. ამავე დროს ბოლო ორმა დღემ დაადასტურა, რომ ეს საინფორმაციო ველი იმდენად ნეგატივით იყო დატვირთული,რომ ამან იმოქმედა ლარის კურსზე.

ჩვენ მივიღეთ ზედმეტად გაუფასურებული ლარი, ეს არ არის მხოლოდ ჩვენი პოზიცია, ეს არის ყველა უწყების მათ შორის კომერციული ბანკების,“-ამბობს პრემიერი.

ამავე თემაზე
დღის ამბები