18 ნოემბერი 2024,   01:43
ვრცლად
რუსეთში ფრენები ფინანსდება იმისთვის, რომ შვილიშვილმა ნახოს ბაბუა, ნათესავმა ნათესავი, ბიძაშვილმა მამიდაშვილი - მამუკა ბახტაძე 

ბევრი ადამიანი გეგმავს, რომ ზაფხული გაატაროს საქართველოში, შვილიშვილი ჩამოვიდეს და ნახოს ბაბუა, ბიძაშვილმა ნახოს მამიდაშვილი და ასე შემდეგ - ამ განცხადებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ის გადაწყვეტილება ახსნა, რომლის მიხედვითაც საქართველოს მთავრობა რუსეთში ფრენების დასაფინანსებლად 600 ათას ევროს გამოყოფს. 

პრემიერმა თქვა, რომ გადაწყვეტილების მიზეზი არ უკავშირდება რუსი ტურისტების საქართველოში შემოსვლის შეფერხებას, რომელიც კრემლის გადაწყვეტილებამ გამოიწვია. 

მთავრობის მეთაურის განცხადებით, "ქართული ოცნების" ხელისუფლებამ, გადაწყვეტილება საქართველოს იმ მოქალაქეების დახმარების მიზნით მიიღო, რომლებიც რუსეთის ფედერაციაში ცხოვრობენ და ზაფხულის გატარება საქართველოში ჰქონდათ დაგეგმილი. ოპოზიციის კრიტიკას კი მამუკა ბახტაძე პოლიტიკურ ინსინუაციებს უწოდებს. 

"საოცარი შეფასებები ვიხილეთ ამ ინციატივის. ქართულ პოლიტიკაში მოღვაწე ადამიანებს საკმაოდ დიდი ფანტაზია აქვთ. ყველაზე ნაკლები იყო ტურისტული კომპონენტი რატომაც ეს გადაწყვეტილება მივიღეთ. ეს იყო მარტივი გადაწყვეტილება, რომელიც უკავშირდება ჩვენს პასუხისმგებლობას საქართველოს მოქალაქეების წინაშე. იცით, რომ საქართველოს ბევრი მოქალაქე ცხოვრობს რუსეთის ფედერაციაში. ჩვენ ვართ ზაფხულის პერიოდში , ბევრი ადამიანი გეგმავს, რომ ზაფხული გაატაროს საქართველოში, შვილიშვილი ჩამოვიდეს და ნახოს ბაბუა, ბიძაშვილმა ნახოს მამიდაშვილი და ასე შემდეგ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ როდესაც ჩვენს მოქალაქეებს მსგავსი პრობლემები ექმნებათ, ჩვენ მხარში ამოვუდგეთ, განსაკუთრებით მაშინ როდესაც ეს პრობლემები მათგან დამოუკიდებლად ექმნებათ,“-აცხადებს პრემიერი.

დღის ამბები