მეგან მარკლის და ჟურნალ VOGG-ის ერთობლივი ნამუშევარი გაყიდვაში გამოვიდა. ჟურნალის სექტემბრის ნომერი, რომლის მიწვეული რედაქტორიც პრინცი ჰარის მეუღლე გახდა, ბრიტანული მაღაზიის დახლებზე დღეიდან გამოჩნდა.
ახალ ნომერზე მეგან მარკლი ”ვოგის” მთავარ რედაქტორთან, ედვარდ ენინფულთან ერთად, 7 თვის განმავლობაში მუშაობდა. ამ პერიოდში სასექსის ჰერცოგის მეუღლემ სტატიებისთვის 15 გმირი შეიარჩია.
მეგან მარკლმა ნომერი ძლიერ ქალებს მიუძღვნა, რომლებიც გამუდმებით იცვლებიან, ვითარდებიან და სამყაროს უკეთესობისკენ ცვლიან. მათ შორის არიან მოდელი ადვოა აბოა, ახალი ზელანდიის პრემიერი, მსახიობები სელმა ჰაეკი და ჯეინ ფონდა, აქტივისტი გრეტა ტუნბერგი და სხვები. სწორედ მათი ფოტოებია გამოსახული ჟურნალის ყდაზე.
მიშელ ობამასთან და ახალი ზელანდიის პრემიერთან ინტერვიუები მეგან მარკლმა პირადად ჩაწერა.