17 ნოემბერი 2024,   23:46
ვრცლად
რუსეთიდან სატრანზიტო ფრენების დაფინანსება ნათესავების მოსანახულებლად - პრემიერის განცხადებას კომიკურს უწოდებენ

რუსეთიდან სატრანზიტო ფრენების დაფინანსება - პრემიერმინისტრის ხელმოწერილ დოკუმენტთან დაკავშირებით გაკეთებული უმწვავესი განცხადებების შემდეგ ხელისუფლება ახალ საერთო გზავნილზე შეთანხმდა. მთავრობის წევრები და თავად მამუკა ბახტაძე ცდილობენ, ყველაფერი არასწორ ინტერპრეტაციას გადააბრალონ და აცხადებენ, რომ სუბსიდირების გადაწვეტილება მთავრობამ მოსახლეობის კეთილდღეობისთვის და ნათესავების მოსანახულებლად მიიღო.

მთავრობის დღევანდელ განმარტებებს კომიკურს და არასერიოზულს უწოდებენ ექსპერტები. სახელმწიფო ბალანსზე არსებული აეროპორტების გაერთიანების მიერ ფრენების დაფინანსებას არასწორ ნაბიჯად მიიჩნევენ სპეციალისტები.

ეკონომისტები კორუფციულ გარიგებაზე საუბრობენ, რომელიც შესაძლოა, მთავრობასა და ავიაკომპანიებს შორის არსებობდეს.

მთავრობამ გადაწყვეტა, რომ რუსეთიდან სატრანზიტო ფრენები 600 000 ევროთი უნდა დააფინანსოს. თავდაპირველად, ეს გადაწყვეტილება მამუკა ბახტაძემ ტურისტული სფეროს ხელშეწყობით ახსნა. დღეს კი ირკვევა, რომ დაფინანსება მოქალაქეების ნათესავებთან ახლო კომუნიკაციისთვის მოიფიქრეს. 

დღის ამბები