18 ნოემბერი 2024,   01:55
ვრცლად
ნარკოტიკულ საშუალებებთან მიმართებით, რომელიც სწრაფ მიჩვევას და აგრესიულ ქცევას არ იწვევს, საკონსტიტუციო სასამართლომ პატიმრობის მუხლები გააუქმა

იმ ნარკოტიკულ საშუალებებთან მიმართებით, რომლებიც სწრაფ მიჩვევას და აგრესიულ ქცევას არ იწვევენ, საკონსტიტუციო სასამართლომ პატიმრობის მუხლები გააუქმა. საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ ნაწილობრივ დააკმაყოფილა საქართველოს სახალხო დამცველის კონსტიტუციური სარჩელი პარლამენტის წინააღმდეგ. 

სასამართლომ დაასკვნა, რომ ზემოხსენებული ქმედებებიდან მომდინარე საფრთხე ისეთ ნარკოტიკულ საშუალებებთან მიმართებით, რომელთა მოხმარება არ იწვევს სწრაფ მიჩვევას ან/და აგრესიულ ქცევას, არ არის იმ ხარისხის, რაც თავისუფლების აღკვეთას გაამართლებდა.

საკონსტიტუციო სასამართლომ ცალკე გამოყო ისეთი ნარკოტიკული საშუალებები, რომელთა მოხმარებაც იწვევს სწრაფ შეჩვევას ან/და პირის მხრიდან აგრესიულ ქმედებებს. სასამართლომ მიუთითა, რომ ამგვარი ნარკოტიკული საშუალებების თუნდაც ერთჯერადი მოხმარება, ისევე როგორც აშკარად პირადი მოხმარების მიზნით დამზადება, შეძენა და შენახვა შეიცავს საფრთხეს საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოებისათვის. შესაბამისად, აღნიშნული რისკების პრევენციისა მიზნით, სასამართლომ დასაშვებად მიიჩნია სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენება.

ამავე დროს, საკონსტიტუციო სასამართლომ კონსტიტუციის შესაბამისად მიიჩნია თავისუფლების აღკვეთა ერთი მოხმარებისთვის საჭიროზე მეტი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების დამზადების, შეძენისა და შენახვისათვის.

 

დღის ამბები