17 ნოემბერი 2024,   23:41
ვრცლად
NASA-მ ახალი პლანეტაა აღმოაჩინა - მეცნიერები მის შესწავლას შეუდგნენ

NASA-ს მეცნიერები ახალი პლანეტის შესწავლას შეუდგნენ, რომელიც უახლესი ტელესკოპის საშუალებით აღმოაჩინეს. ახლადაღმოჩენილი ეგზოპლანეტა ქცევით დედამიწას ჰგავს და თავისი ვარსკვლავის გარშემო ბრუნავს. ის მანათობლიდან ისეთივე მანძილზეა, როგორც მარსი მზიდან. ეს აჩენს ვარაუდს, რომ პლანეტაზე შესაძლოა, იყოს სითხე და სიცოცხლისთვის აუცილებელი პირობები.

ვარაუდობენ, რომ აღმოჩენილი პლანეტა ზომით დედამიწაზე ორჯერ დიდი. იქ ერთი წელიწადი დედამიწის 56 დღეს უდრის. NASA-ს სპეციალისტები ეგზოპლანეტის სისტემისა და მასის დადგენაზე მუშაობენ.

დღის ამბები