17 ნოემბერი 2024,   23:20
ვრცლად
გვარამია სძულს "ქართულ ოცნებას" - პოლიტიკოსები "რუსთავი 2-ის" ყოფილი გენერალური დირექტორის საქმეს ეხმაურებიან

პროტესტის 44-ე დღე რუსთაველის გამზირზე - დედაქალაქის ცენტრში უწყვეტი აქციები ისევ გადაცემების ფორმატში გრძელდება. პარლამენტის წინ მოწყობილი სპეციალური სტუდია გუშინ ელენე ხოშტარიას და დავით უსუფაშვილს მასპინძლობდა. გადაცემის მთავარი თემა ნიკა გვარამიას მიმართ დაწყებულ სამართლებრივ დევნას ეხებოდა.

პოლიტიკოსები ამბობენ, რომ "რუსთავი 2-ის" ყოფილი გენერალური დირექტორის წინააღმდეგ დაწყებული გამოძიება ბიძინა ივანიშვილის პირადი შურისძიებაა, რაც ამჯერად ახალი ტელევიზიის დაანონსებას უკაშვირდება.

„ევროპული საქართველოს“ წევრი ელენე ხოშტარიას დარწმუნებულია, რომ ხელისუფლება ოპონენტების დევნით მოსახლეობის დაშინებას  ცდილობს.

„ეს არის რეპრესიების ერთ-ერთი განშტოება, ცხადია. ხელისუფლებამ გადაწყვიტა, პასუხი კი არ აგოს იმაზე, რაზეც უნდა აგოს, არამედ სხვადასხვა მიმართულებით, ვითომ, დააშინოს მოსახლეობა. ნიკა გვარამია რომ სძულს „ქართულ ოცნებას“, მე მგონი, ამას არც არავინ უარყოფს. მთლიანად ეს არის მცდელობა, ვითომ, ძალის დემონსტრირების, მაგრამ კომიკურია ასეთი ხელისუფლება,“ - განაცხადა ხოშტარიამ.

"რუსთავი 2-თან" დაკავშირებით განცხადება "შენების მოძრაობის" თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა გააკეთა.

„2004 წლიდან "რუსთავი 2", სამწუხაროდ, არსებობდა ძალიან რთულ სამართლებრივ ვითარებაში თავის დამფუძნებლებთან დაკავშირებით და ამიტომ ახლა მოიყარა თავი ბევრმა პრობლემამ და ცხადია, სრულიად ცალსახაა რაღაცა პერსონალური მიუღებლობის თემების, როდის ხდება დაკავება, დაბარება, სხვა ადამიანების, ოპონენტების,“ - განაცხადა უსუფაშვილმა.

დღის ამბები