17 ნოემბერი 2024,   23:29
ვრცლად
ხელისუფლებას უნდა, რომ საერთოდ გაჩუმდეს ნიკა გვარამია - ნინო დანელია

„რუსთავი 2-ის“ ყოფილი გენერალური დირექტორის წინააღმდეგ დაწყებულ გამოძიებას ნინო დანელია ეხმაურება. მასკომუნიკაციის დოქტორი ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილს სურს, რომ ნიკა გვარამია საერთოდ გაჩუმდეს, რადგან კრიტიკულმა აზრმა ვეღარ გაიჟღეროს. მისი თქმით, გვარამიას მიერ ახალი ტელევიზიის შექმნის გადაწყვეტილება ხელისუფლებისთვის დიდ რისკს წარმოადგენს.

„მთელი აი, ეს პროცესი, რაც ახლა პროკურატურაში მიმდინარეობს ნიკა გვარამიას წინააღმდეგ, პირდაპირ უკავშირდება იმ განცხადებას, რა განცხადებაც ნიკა გვარამიამ გააკეთა ახალი ტელევიზიის შექმნასთან დაკავშირებით, როგორც ჩანს, ხელისუფლებას უნდა, რომ საერთოდ გაჩუმდეს ნიკა გვარამია და მასთან ერთად ის ძალიან მწვავე კრიტიკული აზრი, რომელიც ისმის სწორედ ეკრანიდან. ნებისმიერი ახალი ტელევიზიის გამოჩენა, რომელიც იქნება ხელისუფლებისგან დამოუკიდებელი მოთამაშე, ძალიან სერიოზულ რისკს წარმოადგენს ხელისუფლებისთვის, “- განაცხადა დანელიამ.

დღის ამბები