17 ნოემბერი 2024,   23:46
ვრცლად
ტოპ 10 პროდუქტი, რომელზეც 2019 წლის ივლისში ფასები ყველაზე მეტად გაიზარდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახური ინფლაციის მაჩვენებლის გაანგარიშებას და გამოქვეყნებას თამბაქოს ნაწარმის გარეშე იწყებს. უწყების ცნობით, ბოლო წლების განმავლობაში, საქართველოში თამბაქოს პროდუქციაზე აქციზის განაკვეთის ზრდამ, განაპირობა შესაბამისი პროდუქციის ფასების მკვეთრი მატება, რამაც თამბაქოს პროდუქციის მოხმარებაში გამოიწვია მნიშვნელოვანი ცვლილებები და გარკვეული ზეგავლენა იქონია ინფლაციის მაჩვენებელზე.

შეგახსენებთ, რომ ივნისში წლიურმა ინფლაციამ 4.3% შეადგინა. თამბაქოს ნაწარმზე აქციზის გადასახადის მატების წვლილი ამ მაჩვენებელში 1.3% იყო.

ტოპ 10 პროდუქტი, რომელზეც ყველაზე მეტად გაიზარდა ფასები 2019 წლის ივლისში (წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით, ცხადია, საქსტატის მონაცემებით)

1. მწვანე ლობიო - 70.1%-ით
2. საქალაქთაშორისო ტელეფონის გადასახდელი - 68.3%-ით
3. ხახვი - 66.1%-ით
4. ბადრიჯანი - 58.1%-ით
5. პომიდორი - 38.6%-ით
6. მუზეუმის ბილეთი - 32.1%-ით
7. ნიორი - 30.2%-ით

"მე მათ უკეთესს გთავაზობთ, მოდით, ამ ზაფხულს, როგორც თქვენს კულუარებში მიგაჩნიათ და ჭიქასაც აჭახუნებთ ხოლმე, მოგუდული სიხარულით, რუსთავი 2 საქმე მოიგეთ, აგერ დაპატიმრებები მხოლოდ დაიწყეთ, კიდევ ამბები, სიხარულები. და მე გთავაზობთ, თქვენს გენიოსებს თავი რომ უსკდებათ და გადმოსდით ეკონომიკური ლიკბეზი ასეთი ამბით დაკავდნენ: თამბაქო მარტო არა, ასევე პური და ნავთობრპუქტებიც ამოიღეთ სტატისტიკიდან, და მერე, იქ სადაც ყველაზე მეტად გიფასებენ და მათ შორის, ფინანსურადაც თქვენს ძალიან ცუდ სამსახურს ხალხისთვის, აი იქ შეგიძლიათ იამაყოთ თქვენი საქმენი საგმირონით, რადგან მარტო იქ ზევით, მზეზე მაღლებს და ალაჰზე დიდებს ესმით თქვენი ისე, როგორც სურთ გაიგონ, და არა ისე როგორც არის სამწუხარო რეალობა და უფრო ულმობელი სტატისტიკა. 

ათეულს კრავს იმპორტირებული და ადგილობრივი თამბაქო - დაახლოებით 30 % ზრდით. ინდუსტრია, რომელსაც ყველაზე მარტივი რამ არ აღირსეს - თუ აპირებთ გადასახადებს ზრდას, ანუ ქციზისას, კი ბატონო - ოღონდ, წინასწარ გაგვაგებინეთ, რომ არ დავიქცეთ და საქართველოს ბიუჯეტს მილიარდი არ მოაკლდეს,რომელიც თამბაქოს ბიზნესისგან შედის. რა ბევრს ითხოვენ არა?,"-მიმართა გიორგი ისაკაძემ მთავრობის წევრებს. 


დღის ამბები