ისედაც მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაში მყოფი საქართველოს მოსახლეობა დღეიდან კიდევ უფრო გაღარიბდება. თითქმის ყველა საკვებ პროდუქტზე - მათ შორის პურზე, საწვავსა და პირველადი მოხმარების ნივთებზე ქვეყანაში დღეიდან ფასის მატებას ელოდებიან.
პროდუქტების ღირებულების გაზრდა ბიზნესმენებმა მას შემდეგ დაანონსეს, რაც ქვეყანაში ლარი უპრეცენდენტოდ გაუფასურდა.
ხალხი ქვეყანაში არსებულ მძიმე სოციალურ მდგომარეობაში ხელისუფლებას ადანაშაულებს. მათი მტკიცებით, მთავრობა არა ხალხზე არამედ მხოლოდ საკუთარ კეთილდღეობაზე ზრუნავს.